საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ყოფნა ქართველი ერის არჩევანია.
აღნიშნული განცხადება მიხეილ ჯანელიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
"ჩვენი არჩევანი ეფუძნება ქართველი ხალხის არჩევანს, ვიყოთ ინტეგრირებული ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, უზრუნველყოფილი იყოს სტაბილურობა და მშვიდობა, იყოს მეტი შესაძლებლობა რეგიონში განვითარებისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის. ჩვენი ყველა ქმედება ამისკენ არის მიმართული როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით" - განაცხადა ჯანელიძემ.