სამართალდამცველებმა ცესკოს შენობასთან აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს


    ცესკოს შენობასთან აქცია დასრულებულია - სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

    ცესკოში შემაჯამებელი ოქმის დამტკიცება, აქციის ფონზე მიმდინარეობდა. მოქალაქეები, რომლებიც ცესკოს საარჩევნო შედეგებს უნდობლობას უცხადებენ, ადმინისტრაციის შენობასთან დილიდან შეიკრიბნენ.

    მათთან ერთად იყვნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც. მოხდა გარკვეული ინციდენტებიც. სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. ამ დროისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან აქცია დასრულებულია.


წყარო: https://rustavi2.ge/ka/news/298182