აშშ-ში, საერთაშორისო გამოფენაზე ქართული სტენდი იყო წარმოდგენილი


     გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩიკაგოში, გამოფენაზე U.S. Private Label Trade Show ექვსმა ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო.

     გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო კომპანიების: „აჩინებული“, „კულა“, „არომა პროდაქთსი“, „აქუა გეო“, „რუისპირი“ და „როიალნათსი“ წარმოების ორგანული წვენები, თხილი, ღვინო, წყალი, ხილისა და ბოსტნეულის საკონსერვო ნაწარმი.

     გამოფენის გახსნას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ფანცულაია და დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძე ესწრებოდნენ.

     U.S. Private Label Trade Show ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა. მიმდინარე წელს გამოფენაში 1 700-ზე მეტმა ადგილობრივმა თუ საერთაშორისო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა 60-ზე მეტი ქვეყნიდან.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно