ნინია კაკაბაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევა სცადა. საპროტესტო აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან შეიკრიბნენ და კოსტავას ქუჩა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის დათმობას ითხოვენ.
ნინია კაკაბაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა, სადაც ჟურნალისტი სთხოვდა დაედასტურებინა, რომ მას რადგან ფული სჭირდებოდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში არჩევას ითხოვდა. რაზედაც ნინია კაკაბაძემ მას მატყუარა უწოდა და მიკროფონის წართმევა სცადა.


