ეს აქციები, დაწყების დღიდან ორიენტირებულია დესტრუქციაზე - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისი თქმით, დედაქალაქის ქუჩებში სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობა მიმდინარეობს.
“ეს აქციები, დაწყების დღიდან ორიენტირებულია დესტრუქციაზე. ჩვენ დღეს ქუჩაში არ ვხედავთ საპროტესტო აქციას, დღეს ქუჩაში ვხედავთ სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობას, ამ ჯაშუშების მიერ დაორგანიზებულს“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.