„ძალადობის ახალი ეტაპია, რასაც ველოდით თვითმარქვია რეჟიმის მხრიდან, ამას ვუპირისპირებთ ერთიანობას, ერთიანობას და ერთიანობას"- ამის შესახებ ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გიორგი ვასაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გაფიცვა უნდა მოხდეს მთელ საქართველოში.
დავიცავთ ყველა ახალგაზრდას ყველა მექანიზმით, ყველა ადამიანს და დარწმუნებული ვართ, საბოლოო გამარჯვებამდე მივალთ, როდესაც ყველა მათგანი იქნება თავისუფალი. ჩვენ უნდა მივიდეთ იმ ნიშნულამდე, რომ არა მხოლოდ გავაგრძელოთ პროტესტი, არამედ საყოველთაო დაუმორჩილებლობა, გაფიცვა მოხდეს მთელ საქართველოში. ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელიც ერთობლივად, კოორდინირებულად უნდა შევასრულოთ. მზად ვართ, აბსოლუტურად ყველაფრისთვის, ყველა აქ შეკრებილი ადამიანი ერთსულოვნად ამბობს, რომ მზად უნდა ვიყოთ, ბრძოლა მივიყვანოთ ბოლომდე. ეს რეჟიმი ორ რამეზე დგას, სამართალდამცავები, რომელთა იდენტიფიცირებას ჩვენ გავაკეთებთ, ისინი არიან ჩვეულებრივი „შპანა“ და მეორე, არის დეზინფორმაცია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
აქტუალური
ვიდეო
ანალიტიკა
სხვადასხვა
აქციის მონაწილეებმა ლგბტ დროშა დაწვეს
8-11-2019, 18:45
სვანეთში, სოფელ ზესხოში ტყის საფარი იწვის
11-07-2018, 10:39
სოფელ გლდანის მიმდებარე ტყის პირას დაშავებული შველი იპოვეს
7-09-2018, 10:26