ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ ექვს პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა


     ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს, ასევე, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

    მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა - გაეთავისუფლებინათ დაკავებულები დარბაზიდან. მათ 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

    სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სხდომას ანდრო ჭიჭინაძის კოლეგები, ოჯახის წევრები და დაკავებულების ახლობლები ესწრებოდნენ.

     "ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, ყველაფერს ვფიცავ, არავის არაფერში ხელს არ შევუშლი - გთხოვთ, გირაო შემიფარდოთ" - ასეთი იყო ერთ-ერთი ბრალდებულის ონისე ცხადაძის სიტყვა სასამართლოს პროცესზე.


წყარო: https://rustavi2.ge/ka/news/300518