უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციის საფუძველი პაველ ჰერჩინსკის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის ხელის ჩამორთმევა ვერ იქნება და არც უმაგისობაზეა საუბარი.
მდინარაძის განმარტებით, მმართველ გუნდს ლეგიტიმაციას ქართველი ხალი აძლევს და არა ევროპის რომელიმე წარმომადგენელი.
"ჰერჩინსკიც შეხვდება, სხვა ელჩებიც შეხვდებიან და ცხოვრება გაგრძელდება ჩვეულ რეჟიმში. ამიტომ დაანებონ იმ კაცს თავი. ხომ ხედავთ, გუშინ გამოვიდა ის კაცი და რაც შეეძლო, თავიდან ბოლომდე მხარი დაუჭირა. იმის გამო, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს ხელი ჩამოართვა, ეს არც ლეგიტიმაციის საფუძველია და არც უმაგისობაზეა საუბარი. შესაბამისად, ლეგიტიმაციას ჩვენ გვაძლევს ქართველი ხალხი. ხალხია ხელისუფლების წყარო და არა თუნდაც ევროპის რომელიმე წარმომადგენელი. ცხოვრება გრძელდება, ევროკავშირის ელჩი ხელსაც ჩამოართმევს, ითანამშრომლებს და ყველაფერი კარგად იქნება, დაანებონ იმ კაცს თავი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
აქტუალური
ვიდეო
ანალიტიკა
სხვადასხვა
არჩილ ტატუნაშვილს ცხვირი ფაქტობრივად მიკერებული ჰქონდა– ექსპერტი
5-06-2018, 15:33
ჰელსინკის კომისიის განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს - კახი კალაძე
30-11-2024, 13:07