მოსალოდნელია პროვოკაციები, რომელიც საქართველოსთვის იქნება დამანგრეველი და შეუქცევადი - ვოლსკი


      "მოსალოდნელია პროვოკაციები, რომელიც საქართველოსთვის იქნება დამანგრეველი და შეუქცევადი", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.


     ვოლსკის თქმით, ოპოზიციონერი ლიდერები რომ მიზნის მისაღწევად მსხვერპლზე არიან წამსვლელები, ეს არავის უკვირს.


     "ოპოზიციის მთავარი არსი ამ ვითარებაში, რომელსაც მართავენ გარკვეული ძალები, არის ერთადერთი და უცვლელი, ეს არის დესტაბილიზაციის მოხდენა საქართველოში. ის, რომ მსხვერპლზე არიან წამსვლელები, ეს არავის უკვირს.


     ამ თემასთან მიმართებით ორი აზრი არ არსებობს, რომ ქვეყანა უნდა იყოს ფრთხილად. განსაკუთრებით ის ადამიანები, ვინც გულწრფელად არიან გამოსულნი, ამ საპროტესტო აქციაზე და მართლა ჰგონიათ, რომ საქართველო იცვლის საგარეო კურსს.


     დრო მოვა და დარწმუნდებიან, რომ არაფერი ამდაგვარი არ არსებობს. დრო მოვა, დარწმუნდებიან, რომ არც არსებობს და ვერც იარსებებს. ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნების მქონე ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ მოსალოდნელია პროვოკაციები, რომელიც საქართველოსთვის იქნება დამანგრეველი და შეუქცევადი", - განაცხადა გია ვოლსკიმ.