ევროკავშირი გამოიყენებს წერტილოვან სანქციებს, მათ წინააღმდეგ, ვინც ახშობს დემოკრატიის ხმას - სერგეი ლაგოდინსკი


     "თუ იქნება საჭირო, ევროკავშირი გამოიყენებს წერტილოვან სანქციებს, ან თავად ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენენ საკუთარ სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც ახშობს დემოკრატიის ხმას," - ეს განცხადება მედიასთან ევროპარლამენტარმა სერგეი ლაგოდინსკიმ გააკეთა.

     ლაგოდინსკი ფიქრობს, რომ სანქციების გააქტიურება საჭირო გახდება.

     "როგორც ევროკავშირმა, მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, რომელ მხარეს ვდგავართ. აქ ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, ხალხის, რომელიც გადის ქუჩაში. თუ იქნება საჭირო, ევროკავშირი გამოიყენებს წერტილოვან სანქციებს, ან თავად ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენენ საკუთარ სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც ახშობს დემოკრატიის ხმას. ალბათ ახლა ჩვენ იმ წერტილში ვართ, როცა ვფიქრობთ, რომ ამ სანქციების გააქტიურება საჭირო გახდება," - განაცხადა სერგეი ლაგოდინსკიმ.