ძალიან საინტერესო იქნება სალომე ზურაბიშვილის მიერ სკამის ჩაბღაუჭების მომენტი - მდინარაძე


     ჩვენ ავირჩევთ მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც პირველ რიგში, სამშობლოს მიმართ დამოკიდებულებით გამორჩეულია. ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რითაც ვიხელმძღვანელეთ, - განაცხადა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

    მან ასევე აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილიც კი არ დარჩენილა.

    "ძალიან საინტერესო იქნება სალომე ზურაბიშვილის მიერ სკამის ჩაბღაუჭების მომენტი. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თუკი რაიმე ნორმა არსებობდა, თუკი რაიმე მორალური ნორმა არსებობდა, ყველაფერს არღვევდა, მას არ უთქვამს და უქნია ასეთი რამ, მე რომ ვადა გამივიდა, მაინც მე ვიქნებიო. ასეთი რამ სააკაშვილს არ უქნია, იმდენად მძიმე ემოციური ფონი აქვს სალომე ზურაბიშვილს, რომ ამას ამბობს. თან ოპოზიცია რომ ჰქვია, რეალურად აგენტურული ოპოზიცია, მის ამ ნათქვამს მიჰყვება.

     რაც შეეხება პროცედურებს, დილის 9 საათიდან დაიწყება, 5 საათის განმავლობაში გაგრძელდება და ბუნებრივია, ჩვენ ავირჩევთ მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც პირველ რიგში, სამშობლოს მიმართ დამოკიდებულებით გამორჩეულია. ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რითაც ვიხელმძღვანელეთ",- განაცხადა მდინარაძემ.

    საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს, საარჩევნო კოლეგია ხვალ აირჩევს.