კუბო, რომ კუბოა ისიც კი ჩინეთიდან გამოიწერეს და ვინ დაიჯერებს, რომ ამათი გაკეთებული საქმე ქართულია - ჩრდილელი


     პარლამენტის ყოფილი წევრი, ოთარ ჩრდილელი ფეისბუქზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

     ძალადობენ - ნებისმიერ განსხვავებულ აზრზე: ქუჩაში პოლიციელებზე, სკოლებში ბავშვებზე, ეკლესიაში მღვდლებზე, სოცქსელებში ყველაზე. ესაა, ზუსტად ბოლშევიზმი, მიუღებლობა სხვა აზრისა. პლურალიზმის საშინელი ჩახშობა. ბულინგის - დაუსრულებელი ფრონტი გახსნეს წლებია, არანაირი სულიერი კავშირი - აღარა აქვთ დედასამშობლოსთან. პრეზიდენტად ორი უკრაინის და ერთიც საფრანგეთის მოქალაქე ჰყავთ! არასამთავრობოებს - უცხოელები აფინანსებენ! ჩასაშვებად ამერიკა ბელგიაში დარბიან კვირაში ორჯერ! ვიღაც გაურკვეველი, ევროპარლამენტარები ჩამოჰყავთ და მათ დაკრულზე - თუმნად შიშვლდებიან! ფოტოგრაფიც კი უცხოელი ჰყავთ, ეგვიპტელი! კუბო, რომ კუბოა ისიც კი ჩინეთიდან გამოიწერეს და ვინ დაიჯერებს, რომ ამათი გაკეთებული საქმე - ქართულია"- წერს ოთარ ჩრდილელი.