საქართველოს პრეზიდენტი არის და პრეზიდენტად რჩება სალომე ზურაბიშვილი. ევროპარლამენტი არ აღიარებს „პარლამენტს“, რომელიც არასამართლიანი არჩევნებით იქნა არჩეული, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი მიჰაუ შერბა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში მკაფიო პოზიცია გამოხატულია.
„ევროკავშირის ინსტიტუტებს არ შეუძლიათ, აღიარონ რაიმე გადაწყვეტილება მისი მონაწილეობით, მათ შორის ე.წ. საარჩევნო კოლეგიის უკანონო სამუშაოს შედეგებიც. მიხეილ ყაველაშვილი არის უზურპატორი. საქართველოს „ლუკაშენკო“. ერთადერთი კანონიერი კონსტიტუციური ორგანო საქართველოში არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი – ევროკავშირის პარტნიორი“, – წერს ევროპარლამენტარი.
![](/uploads/img/rcheulebshi-damateba.png)