გამოაქვეყნეთ სრული სია, ვინ არის "შავ სიაში"- გოგავა საზოგადოებრივ მაუწყებელს


     ,,საზოგადოების ზურგს უკან დიდი გარიგებები ხდება. საზოგადოებრივი მაუწყებელი ნეოლიბერალების სექტისგან "შავ სია" მიიღო, ვისი მიწვევაც პირველი არხის ეთერში არ შეიძლება" - ამის შესახებ პოლიტოლოგი, ყოფილი პარლამენტის წევრი, ირაკლი გოგავა წერს.

    ირაკლი გოგავა საზოგადოებრივ მაუწყებელს, შავ სიაში მყოფი პირების სიის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს.

    ,,რეალობა გვაჩვენებს, რომ აღნიშნული "შავი სია" არა მხოლოდ ამ აქციების პერიოდში მოქმედებდა, არამედ უკვე წლებია, რადგან ფაქტობრივად საზოგადოების ავტორიტეტულ წარმომადგენლებს, რომლებიც ნეოლიბერალურ იდეოლოგიას უპირისპირდებიან, საზმაუს ეთერთან წვდომა შეზღუდული აქვს.

     რა არის საზმაუს ხელმძღვანელობის მოტივი, როცა ასეთ შეთანხმებებზე მიდის ნეოტროცკისტების ლიბერალურ სექტასთან? შიში, ფული, იდეოლოგიური თავსებადობა ნეოლიბერალებთან... ? გამოაქვეყნეთ სრული სია, ვინ არის "შავ სიაში"- წერს ირაკლი გოგავა.