ქვეყანაში ბოროტება, უსამართლობა, სისხლისღვრა არასდროს დაბრუნდება - კალაძე


     "ჩვენ თუ დავაკვირდებით როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით იყო შანტაჟი და მუქარები, იგივე გააკეთეს უკვე მოლაპარაკებების გახსნა- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

     როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ოპოზიციურმა ძალებმა ყველა რესურსი გამოიყენეს, თუმცა, ქვეყანაში "ნაცმაიდანი“ არ შედგა.

     "ჩვენ თუ დავაკვირდებით როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით იყო შანტაჟი და მუქარები, იგივე გააკეთეს უკვე მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის საკითხზე. ჩვენ პირდაპირ კონსტიტუციაში ავიღეთ და ჩავწერეთ ქვეყნის ევროინტეგრაციის გზა. ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააკეთა. შესაბამისად, გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება, რასაც მივყვებით, თანმიმდევრულად ვასრულებთ იმისთვის, რომ ევროკავშირის ღირსეული წევრი გავხდეთ. თუმცა, ამ გზაზე როცა ხდება შანტაჟი, პოლიტიკური გადაწყვეტილებას მიღება და უსამართლოდ მოქცევა, ეს ძალიან მძიმეა და დიდ დისკრედიტაციას უწევს ევროპულ მომავალს. ჩვენ მზად ვართ, დადონ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და ხელს დღესვე ვაწერთ.

     რაც შეეხება საფრთხეებს, წინა წლებიც რომ გავიხსენოთ, რევოლუციის მოწყობის რამდენი მცდელობა იყო. ხან ჟურნალისტები გვიწყობდნენ რევოლუციას, ხან არასამთავრობოები, ახლა კი, ყველაფერი გააერთიანეს. ისინი არჩევნებში დამარცხდნენ და ძალიან მწარედ მიიღეს, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ მათ უთხრა არა, რადგან ქვეყანაში ბოროტება, უსამართლობა, სისხლისღვრა არასდროს დაბრუნდება. ამაზე გაბოროტებულებმა ყველა რესურსი გამოიყენეს, მათ შორის, საჯარო სამსახურში დასაქმებულებიც კი ჩართეს, მაგრამ ქვეყანაში "ნაცმაიდანი“ არ შედგა, სახელმწიფო გადატრიალების შესაძლებლობას არავის მივცემთ", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.