25 ათასი თქვენი დამკვირვებელი იყო. ე. ი. მკვდრები ყოფილხართ და ამიტომაც მოგაყარათ ხალხმა პოლიტიკური მიწა- გვენეტაძე


     12 წელია ჯღავიხართ გაგვიყალბეს, გაგვიყალბესო და ერთხელაც ვერ დაამტკიცეთ, დაასაბუთეთ, როგორ გაგიყალბეს- ამის შესახებ ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე წერს.

      ბოლოს კი აბსურდი დააბრეხვეთ. სახელდობრ, 2 მლნ 120 ათასიდან 300 ათასი გაგვიყალბესო, სადაც 25 ათასი თქვენი დამკვირვებელი იყო. ე. ი. მკვდრები ყოფილხართ მაშინ და ამიტომაც მოგაყარათ ხალხმა პოლიტიკური მიწა. ამიტომაც, ტყუილად ნურავინ ნუ იწელებით ღომში ჩართული ადიგენის სულგუნივით. ახალი არჩევნები კი არა, სალომეას გამოხეული ძველი წინდა არ მოგინდეთ.

     2028 წლის ოქტომბრის ბოლო შაბათს დანიშნულია ახალი არჩევნები. მოემზადეთ, მიიღეთ მონაწილეობა და თუ შნო გაქვთ მოიგეთ.


     თუმცა რისი მომგები ხართ ადამიანები, რომლებმაც ხმა მესაჯდომე გვარამია, მელია, კრემლოიდ ლიაკას, მოღალატე ცრუ გახარიას... მიეცით


     ამიტომაც სანამ  არატრადიციული ორიენტაციის, ღვინის, ეკლესიის, მამულის, ენის მაგინებლების  გაყოლას  არ შეეშვებით, სანამ უცხოურზე წინ თქვენს მშობლიურს არ დააყენებთ ანუ არ დადგებით ქართულ ეროვნულ ნიადაგზე გარწმუნებთ თქვენი საშველი არ იქნება, გეყურებათ?!"- წერს ედიშერ გვენეტაძე.