„ვურჩევთ რიგით ზურაბიშვილს, დაფიქრდეს, საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა როგორ მოუწევს- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს უცხოეთიდან არავინ უყურებს სერიოზულად.
,,ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციაშიც არ არის ერთიანი მოსაზრება მათ შორის არც რიგ გარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. იქაც ხვდებიან, რომ არც უცხოეთიდან არ ექნება არანაირი ლეგიტიმაცია იმ სიგიჟეებს, რაც შეიძლება ზურაბიშვილმა თეორიულად ჩაიდინოს. ამას არავინ, მათ შორის არც უცხოეთიდან არ უყურებს სერიოზულად. არსებობს და მუშაობს საქართველოს პარლამენტი, 2-3 დღე დარჩა ყაველაშვილის ინაუგურაციამდე და საქართველოს ახალი პრეზიდენტი თავისი ფუნქციების შესრულებას შეუდგება. იანვრიდან ასევე იქნება ამერიკაში ინაუგურაცია და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ პარტნიორული ურთიერთობების გადალაგება მოხდება, როგორც ამერიკასთან ისევე ევროკავშირთან“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.