სალომე ზურაბიშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმას მიმართავს


     სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმას სახელზე ამერიკელი სენატორის, ჯო უილსონის მიერ გაგზავნილ წერილს აზიარებს და თავადაც მიმართავს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმას.

    „ეს არის საერთო შეშფოთების საგანი საქართველოს ყველა – ევროპელი და ამერიკელი პარტნიორისთვის, რომლებიც ზრუნავენ სტაბილურობაზე, დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე საქართველოში. ეს უნდა იყოს თქვენი ერთადერთი მიზანი, ერთადერთი საშუალება კი ეუთო-ს რეკომენდაციების გათვალისწინებით ახალი არჩევნების ჩატარებაა“, – წერს ზურაბიშვილი.