დღესასწაულების შემდეგ რეჟიმმა დინგი ამოყო საცივიდან, ამით მხოლოდ დააჩქარებს საკუთარ აღსასრულს - სააკაშვილი


     დღესასწაულების შემდეგ რეჟიმმა დინგი ამოყო საცივიდან და ახალი ძალით განაახლა ქართველი ხალხის წინააღმდეგ შეტევა - ამის შესახებ ექს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

    მისი თქმით, ხელისუფლება საკუთარ აღსასრულს აჩქარებს.

    ჩემი სოლიდარობა ყველა რეპრესირებულს, მათ შორის "ბათუმელების" უმაგრეს დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს.

     გუშინ დაკავებულთა შორის არის "ნაციონალური მოძრაობის" სამი წევრი: ტიტე გედენიძე, ბექა პაპაშვილი და შაკო მაღრაძე. ყოჩაღ ბიჭებო! - ვამაყობ თქვენით!

      დღესასწაულების შემდეგ რეჟიმმა დინგი ამოყო საცივიდან და ახალი ძალით განაახლა ქართველი ხალხის წინააღმდეგ შეტევა, ამით მხოლოდ დააჩქარებს საკუთარ აღსასრულს"- წერს მიხეილ სააკაშვილი.