"გრენლანდია არ იყიდება" - დანიის პრემიერმა ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა


     დანიის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტრამპთან გრენლანდიის შესახებ სატელეფონო საუბარი გამართა. დანიის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მეტე ფრედერიკსენისა და აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის საუბარი ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და გრენლანდიის სტატუსს ეხებოდა.

     "საუბრისას პრემიერ-მინისტრმა გრენლანდიის მთავრობის თავმჯდომარის მუტე ეგედეს სიტყვები მოიშველია, რომელმაც თქვა, რომ გრენლანდია არ იყიდება. პრემიერ-მინისტრმა აგრეთვე აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის შესახებ გადაწყვეტილებას თავად გრენლანდია უნდა იღებდეს", - აღნიშნულია დანიის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

     დონალდ ტრამპს გრენლანდიასა და პანამის არხზე უფლების მოპოვება სურს, ხოლო კანადას აშშ-თან გაერთიანებას სთავაზობს.


წყარო: https://rustavi2.ge/ka/news/303618