"პროკურატურას არავინ ეკითხება, ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდება თუ არა. ეს პოლიტიკური საკითხია"- ამის შესახებ კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროასერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სადაც კი არჩევნებზე იწყებენ საუბარს, მაშინვე ეუბნებიან, რომ კითხვები აღარ აქვთ.
არათუ ქვეყნის გარეთ, ქვეყნის შიგნითაც კი, არავის არ აინტერესებს, რას ლაპარაკობს ახლა პროკურატურა - "არაფერი გაყალბებულა... ექსპერიმენტი ჩავატარეთ... ამერიკიდან ჩამოვიყვანეთ ვიღაც და იმან გვითხრა, რომ არ ყალბდება"... ჩვენ თან დაგვაქვს მტკიცებულებები, რომელიც სამ საათიან პრესკონფერენციაზე წარვადგინეთ. სადაც კი მაგას ვიღებთ და ვიწყებთ არჩევნებზე ლაპარაკს, გვერდზე გვადებინებენ და გვეუბნებიან, რომ დამთავრდა, არავის აღარ აინტერესებს, მაგასთან დაკავშირებით კითხვები აღარ გვაქვს, არჩევნები ქვეყანაში არ ჩატარებულა", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.