„გამჭვირვალობის კანონი“ არათუ უბრალოდ კარგი იყო, არამედ – აუცილებელი, ეძახონ ახლა რუსული ტრამპის გადაწყვეტილებასაც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ „გამჭვირვალობის კანონი“ შესაძლოა საერთოდ აღარ დაგვჭირდეს.
„ეს გადაწყვეტილება იქონიებს შემდეგ გავლენას, რომ შეიძლება, „გამჭვირვალობის კანონი“ საერთოდ აღარ დაგვჭირდეს. ამით ისიც დადასტურდა, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ არათუ უბრალოდ კარგი იყო, არამედ აუცილებელი. ტრამპის ერთ-ერთმა პირველივე გადაწყვეტილებამ ეს დაადასტურა. ეძახონ ახლა რუსული ტრამპის გადაწყვეტილებასაც, როგორ სიცრუეში აცხოვრებდნენ ხალხს. პასუხი აგოს სიცრუის გამავრცელებელმა თითოეულმა ადამიანმა“, – აღნიშნა მდინარაძემ.