აშშ-სთვის შეთავაზება, საქართველო გამოიყენოს როგორც მოედანი, არის ზუსტად იმ პოლიტიკის გაგრძელება რასაც ატარებდა სააკაშვილი - ანჯაფარიძე


      ,,აშშ-სთვის შეთავაზება, რომ რუსეთს კავკასიაში უკან დაახევინოს და ამისთვის საქართველო გამოიყენოს როგორც მოედანი, არის ზუსტად იმ პოლიტიკის გაგრძელება რასაც ატარებდა სააკაშვილი"- ამის შესახებ, ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, სალომე ზურაბიშვილის The Hill-თვის ინტერვიუს ეხმიანება. 

      მისი თქმით,  სალომე ზურაბიშვილმა ფაქტიურად დაადასტურა მისი მხრიდან რუსეთთან სამხედრო კონფრონტაციაში ჩართვის სურვილი.

     ახლახანს ამერიკულ გამოცემა The Hill-თვის ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა მისდა უნებურად მოახდინა მისთვის შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თვითლუსტრაცია, რაც ამ ბოლო დროს განიცადა.

    აშშ-სთვის შეთავაზება, რომ რუსეთს კავკასიაში უკან დაახევინოს და ამისთვის საქართველო გამოიყენოს როგორც მოედანი, არის ზუსტად იმ პოლიტიკის გაგრძელება რასაც ატარებდა სააკაშვილი, როდესაც დასავლეთს სთავაზობდა საქართველოს ტერიტორიას, როგორც რუსეთთან დაპირისპირების მოწინავე ავანპოსტს. 

     როდესაც The Hill აღნიშნავს, რომ 2008 წლიდან რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს 20%, ეს სწორედ ასეთი პოლიტიკის შედეგია. 

     სალომემ ფაქტიურად დაადასტურა მისი მხრიდან რუსეთთან სამხედრო კონფრონტაციაში ჩართვის სურვილი, იმ იმედით, რომ ამერიკელები დაგვეხმარებიან - ანუ ის რასაც ის "ინკოგნიტო" ამერიკელი მაღალჩინოსანი აძალებდა ამ ხელისუფლებას და ის რისკენაც სააკაშვილს აქეზებდნენ გარედან 2008 წელს. 

     ეტყობა ზურაბიშვილმა ვაშინგტონში ამერიკელებთან კონტაქტების დროს სხვა წონადი არგუმენტები ვერ გამონახა, და მიშას მეთოდებს მიუბრუნდა - საქართველოს გამოყენება რუსეთისთვის საჩხვლეტ ინსტრუმენტად" - წერს ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე.