ოპოზიციური მედია აქტიურად აქვეყნებს აქციების თარიღებს, დროს და ადგილმდებარეობას, რასაც ადრე არ აკეთებდნენ - ანჯაფარიძე


     ბოლო დღეებში არა მხოლოდ "პუბლიკა," არამედ სხვა ოპოზიციური მედიაც აქტიურად აქვეყნებს აქციების თარიღებს, დროს და ადგილმდებარეობას, რასაც ადრე არ აკეთებდნენ"- სამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში წერს.

     მისი თქმით, აქტორები ხელიხელჩაკიდებული მოქმედებენ, რომ როგორმე აქ ხელისუფლება შეცვალონ

    ,,ამ მხრივ მათი მიზანმიმართული გააქტიურება რამდენიმე ვარაუდის საფუძველს იძლევა:

     1. ეს ხდება მათი დონორების პირდაპირი დირექტივით, ან მათთან შეთანხმებით. აქციების გაფართოება და რადიკალიზაცია ხომ მათ ინტერესებშია. აგერ ლორა თორტონი დაუღალავად ამარაგებს იქიდან იდეებით

     2. აქციის ორგანიზატორებთან კოორდინაციით, რომ მეტი ხალხი მივიდეს, რადგანაც კლების ტენდენცია ბოლო დროს აშკარაა და შესაბამისად ახალი საწვავი სჭირდებათ

     3. პირველი ორის კომბინაცია. დღეს ყველა ხვდება, რომ ეს აქტორები ხელიხელჩაკიდებული მოქმედებენ, რომ როგორმე აქ ხელისუფლება შეცვალონ" -წერს ზაალ ანჯაფარიძე.