თბილისის გასასვლელთან, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი, პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის გამოც, ამ დროისთვის, მსვლელობა, რომელიც საავტომობილო გზის ნაწილზე მიმდინარეობდა, შეჩერებულია.
სამართალდამცველებს ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სცადეს ავტომაგისტრალის მთლიანად დაკავება და ავტომობილებს შეეზღუდათ გადაადგილება. პოლიცია მათ მოუწოდებთ, რომ საავტომობილო მიმოსვლა არ შეაფერხონ.
დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს. აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფებოდნენ რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი, მათ შორის ნიკა გვარამია და ხატია დეკანოიძე. ადგილზე ვითარება ამ დროისთვის განმუხტულია.