საქართველოში კიდევ ერთი ქვეწარმავლების ბუდე "სოროსის ფონდი" დარჩა და უნდა დაიხუროს! - ჯონდი ბაღათურია


    ,,ერთერთი მთავარი ბოროტების ბუდის  USID -ის ლიკვიდაცია დაიწყო!!! - ასე გამოეხმარა დონალდ ტრამპის და ილონ მასკის განცხადებებს ,,ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია.

    მისი თქმით,  საქართველოში კიდევ ერთი ქვეწარმავლების ბუდე "სოროსის ფონდი" დარჩა და უნდა დაიხუროს.

     ,,აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს" ( USID - ის ) ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო. ამ წუთებში ილონ მასკმა დაადასტურა რომ USID - ის ლიკვიდაციის პროცესი უკვე დაწყებულია, ასევე განხორციელდება დახარჯული თანხების აუდიტი, შეისწავლიან ხარჯებს, ანუ გამოიკვლევენ  "ვინ შეჭამა ვენახი" . . . ,,USID   მემარცხენე მარქსისტების ქვეწარმავლების ბუდეა რომლებსაც სძულთ აშშ" - განაცხადა მასკმა.

    USID არის გრანტებად წოდებული "30 ვერცხლის" გაცემის მთავარი ინსტიტუტი მსოფლიოში.

   P.S. საქართველოში კიდევ ერთი ქვეწარმავლების ბუდე "სოროსის ფონდი" დარჩა და უნდა დაიხუროს!  არ მეთანხმებით?! - წერს ჯონდი ბაღათურია.