,,ტყუილებით, ცილისწამებით და ჩვენი სახელმწიფოს შეურაცხყოფით გაძეძგილი ევროპარლამენტის მორიგ რეზოლუციაზე, რთულია არ დაეთანხმო "ქ/ოცნების" პოლიტსაბჭოს შეფასებას, რომ „ევროპარლამენტის სერიოზულად აღქმა დღეს აბსოლუტურად შეუძლებელია" - ამის შესახებ ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში" წერს.
მისი თქმით, "ჰიბრიდულ ომს" ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ევროპაც ეწევა.
ჩემი მხრივ დავამატებდი, რომ ეს რეზოლუცია უნდა აღვიქვათ ზუსტად ისე, როგორიც ის არის - ბრძოლა სუვერენული ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ბრძოლა არჩევნებში ამომრჩეველთა უმრავლესობის ნების წინააღმდეგ.
როგორც ჩანს, "ჰიბრიდულ ომს" ჩვენს წინააღმდეგ ევროპაც ეწევა და თან მარტივი სქემით - "უწყვეტი მიტინგები აქა, რეზოლუციები იქა." ამ ყველაფრის მიზანი ხომ ისაა, რომ დაგვაშინონ, დაგვაეჭვონ, კედელთან მიგვაყენონ, რომ მერე ხელებაწეულები დავნებდეთ.
კიდევ ერთხელ დადასტურდა მრავალვექტორული პოლიტიკის არჩევის მართებულობა. როდესაც პარტნიორი/მოკავშირე სახრეს გირტყამს, თან უსაფუძვლოდ. სხვა პარტნიორს მოძებნი. ეს მარტო ჩემი აზრი არ გახლავთ"- წერს ზაალ ანჯაფარიძე.
