,,მათი დადგენილი წესები უსამართლობის ზეიმია, საზოგადოებამ უნდა ისწავლოს თავისი თავის დაცვა" - ამის შესახებ ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ბანდიტური კორპორაცია "კანონებს" ადგენს და მეორეს მხრივ საზოგადოება ინერციით კანონობანას თამაშს აგრძელებს.
,,ძვირფასო მეგობრებო, თვალს ვადევნებთ, თუ როგორ გვიდგენს ერთის მხრივ ბანდიტური კორპორაცია "კანონებს" და მეორეს მხრივ როგორ აგრძელებს საზოგადოება ინერციით კანონობანას თამაშს.
დროა გავითავისოთ რომ აღარანაირი კანონი აღარ მოქმედებს და მათი დადგენილი წესები უსამართლობის ზეიმია. საზოგადოებამ უნდა ისწავლოს თავისი თავის დაცვა.
მე მჯერა ჩვენი საზოგადოების სიბრძნის, ინტუიციის და ბრძოლისუნარიანობის"- წერს მიხეილ სააკაშვილი.
