ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები განახლდა


     ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები განახლდა. ინფორმაციას "ტავ ჯორჯია" ავრცელებს.

     კომპანიის ცნობით, ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტიდან, დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხების შემდეგ, პირველი ფრენა უკვე განხორციელდა და რეისი თელ-ავივის მიმართულებით განხორციელდა. დღეს, 26 თებერვალს კიდევ 12 საერთაშორისო რეისია დაგეგმილი.

     "მეტეოროლოგიური პირობების გამო ავიაკომპანიებს 2 დღის განმავლობაში ბათუმის აეროპორტში ფრენა შეჩერებული ჰქონდათ. თუმცა, ამის მიუხედავად, "ტავ ჯორჯია“ აეროდრომის ხელოვნურ საფარს მუდმივ რეჟიმში ასუფთავებდა თოვლისგან და ამუშავებდა სპეციალური საშუალებებით, რათა აეროპორტი ნებისმიერ მომენტში ყოფილიყო მზად საჰაერო ხომალდის მისაღებად.

     ავიაკომპანიებმა, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება გასულ ღამეს მიიღეს", - ნათქვამია "ტავ ჯორჯიას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.