ქართველ ახალგაზრდებს ივანიშვილის მიერ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მორიგი ფასის გადახდა უწევთ - გახარია გერმანიის გადაწყვეტილებაზე


     ,,ქართველ ახალგაზრდებს ივანიშვილის მიერ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მორიგი ფასის გადახდა უწევთ" - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

     მისი თქმით, ხელისყფლება ახალგაზრდებს მომავალს და შესაძლებლობებს ართმევს.

     ოცნებამ არ იკმარა თავისუფლების დასაცავად ქუჩაში გამოსული ახალგაზრდების ცემა. რეჟიმი მათ მომავალს და არსებულ შესაძლებლობებს ართმევს. სამწუხაროდ, 🇩🇪🇬🇪 შორის არსებული სამეცნიერო თანამშრომლობის შეჩერება "ოცნების“ პოლიტიკის პირდაპირი შედეგია, რომელიც უნივერსიტეტებზე ავტორიტარული კონტროლის დამყარებას ცდილობს.

     მადლობელი ვართ ჩვენი გერმანელი პარტნიორების მხრიდან ქართველი სტუდენტებისა და მკვლევარების მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის. იმედია, ყოველივე ეს  დროებითია. მიუხედავად რეჟიმის მცდელობებისა, შეზღუდოს ახალგაზრდები, საქართველოს მომავალი ევროპაშია" - წერს გახარია.