სანქცირებისთვის უნდა მოეძებნათ ახსნა და ლაშა ტალახაძეს აგრესიულობა დააბრალეს - შარმანაშვილი


     ძალიან დიდი პროცენტული ალბათობით, დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელი ურევია. სანქცირებისთვის ახსნა უნდა მოეძებნათ და ლაშა ტალახაძეს აგრესიულობა დააბრალეს, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა, ეკა გიგაურსა და მის ორგანიზაციაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ საუბრისას.

     „დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელი ურევია ძალიან დიდი პროცენტული ალბათობით. სანქცირებისთვის უნდა მოეძებნათ ახსნა და ლაშა ტალახაძეს აგრესიულობა დააბრალეს - თითქოს, ლაშა ტალახაძე აგრესიულობისთვის დასანქცირდა.

     როგორი აგრესიულია ლაშა ტალახაძე, ჩვენ ყველამ ვიხილეთ, როდესაც ერთ-ერთი აქტივისტი მისდევდა და უკანასკნელი სიტყვებით შეურაცხყოფას აყენებდა ამ მთასავით კაცს და საერთოდ რეაქციაც არ ჰქონდა ამაზე, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

    როგორც ირკვევა, პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრი ლაშა ტალახაძე ბალტიისპირეთში სანქცირებულ პირთა სიაში იმის გამო მოხვდა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მიუთითა - ის „აგრესიულობით გამოირჩევა“.