ჩვენი თვითმიზანი არასდროს არ ყოფილა ვინმეს დასანქცირება, რასაც ჰქვია ე.წ. რეჟიმი - "ქართული ოცნება" თავად გამოუტანეს განაჩენი საკუთარ თავს - მანჯგალაძე


     "რაც შეეხება სანქციებს, ჩვენი თვითმიზანი არასდროს არ ყოფილა ვინმეს დასანქცირება, მით უმეტეს საქართველოს მოქალაქეების. ამ ხალხმა, რასაც ჰქვია ე.წ. რეჟიმი - "ქართული ოცნება" თავად გამოუტანეს განაჩენი საკუთარ თავს.

     მე არ მაქვს პრობლემა, ვაღიარო, რომ დიახაც, მხარს ვუჭერ ყველა მოძალადის, ვინც ხელი აღმართა საქართველოს მოქალაქეებზე, მათ შორის, მედიის წარმომადგენლებზე, იყოს დასჯილი," - აღნიშნა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ.