ამბობენ ყველაფერი რთული მარტივია, მარტივი კი ყოველთვის ორიგინალური. ასევე უთქვამთ, რომ ყველაფერი გენიალური მარტივია. ბაჩიაშვილის საქართველოდან გაპარვის ვერსიაც ნამეტნავად გამარტივებული მეჩვენება, თითქოს რაღაც რეალურ გარემოს მოწყვეტილ პარალელურ სამყაროში თუ ვაკუუმში ხდებოდა გაქცევის სამზადისი,"- ამის შესახებ ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე წერს.
მისი თქმით, სამშვიდობოს გასული (ჯერჯერობით) ბაჩიაშვილი კი ყველაფერს იღონებს, რომ თავი "ოქროს მოწმედ" წარმოაჩინოს და ამითაც უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება.
კონსპირაციაში მიწევს შესვლა, მაგრამ მისდამი, როგორც ბიძინა ივანიშვილთან ფინანსურ ურთიერთობებში საკმაოდ ახლოს მყოფი პერსონის მიმართ, დიდია შესაბამისი სამსახურების ინტერესი. სამშვიდობოს გასული (ჯერჯერობით) ბაჩიაშვილი კი ყველაფერს იღონებს, რომ თავი "ოქროს მოწმედ" წარმოაჩინოს და ამითაც უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება"- წერს ზაალ ანჯაფარიძე.
