რამხელა სიურპრიზია ოლიგარქის განაჩენი არა? დამპყრობლის ნება პირდაპირ აღსრულდა - სააკაშვილი


     ,,რამხელა სიურპრიზია ოლიგარქის განაჩენი არა? დამპყრობლის ნება პირდაპირ აღსრულდა, ეს არის მათი პასუხი იმაზე რომ არ ჩავაბარე საქართველო, იმისთვის რომ პირველად საუკუნეების განმავლობაში გავბედეთ და ჩამოვაყალიბეთ წარმატებული ქართული სახელმწიფო,"- ამის შესახებ, მიხეილ სააკაშვილი, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

     მას შემდეგ რაც ვერაფერი ვერ მიპოვეს, პრაქტიკულად სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს საპრეზიდენტო ოფისის ოფიციალური ხარჯებისთვის. ასე ისჯება ივანიშვილის მაფიოზური კლანის მიერ ქვეყნისთვის თავდადება და სამშობლოს სიყვარული. ვერ დაგვაშინებენ! ძალა ერთობაშია!"- წერს მიხეილ სააკაშვილი.

     შეგახსენებთ, რომ დღეს საქალაქო სასამართლომ, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.