მამაჩემის ფაქტი პირველი არ იყო და არც უკანასკნელი, ასე ამუშავებდნენ სახელმწიფოს - ხარძიანი


     ბესო ხარძიანის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს, მამამისისნაირ ბიზნესმენებს ართმევდნენ წილებს და ავსებდნენ ბიუჯეტს, ნაწილი კი სახლში მიჰქონდათ.

     "ბესიკ ხარძიანისნაირი ბიზნესმენებისგან ავსებდნენ ბიუჯეტს. მისნაირი ბიზნესმენებს ართმევდნენ, რაღაც ნაწილი ბიუჯეტში შეჰქონდათ, გადახურავდნენ, გადმოხურავდნენ და ზოგიერთი წილის ნაწილი სახლში მიჰქონდათ. დღემდე ვიმკით ამ ყველაფერს როგორც ოჯახები, ისე სახელმწიფო. მამაჩემის ფაქტი პირველი არ იყო და არც უკანასკნელი. ასე ამუშავებდნენ სახელმწიფოს, რომ უნდა წაერთმიათ. უპრინციპო ხალხი იყო", - განაცხადა ბესო ხარძიანმა.