თუ არ გმობ ძალადობას, ე.ი. აქეზებ ძალადობას. თუკი აქეზებ ძალადობას, ე.ი. ხარ თანამონაწილე ამ ძალადობის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არც ერთ საელჩოს დღემდე არ დაუგმია პარლამენტის დაწვის მცდელობა, პოლიციელებისთვის ქვების სროლა, ზიზღის კამპანია. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, თუ არ გმობ ძალადობას, ე.ი. აქეზებ ძალადობას და ხარ ამის თანამონაწილე.
„დღემდე, არცერთ საელჩოს, ვინც არის მთავარი დამფინანსებელი ასეთი ამაზრზენი აქტების განმახორციელებელი ორგანიზაციების, არ დაუგმია პარლამენტის დაწვის მცდელობა, პოლიციელებისთვის ქვების სროლა, პოლიციელების დაწვის მცდელობა მოლოტოვის კოქტეილებით. არ დაუგმია ფაშისტური კამპანიები, როდესაც არის მცდელობა ადამიანების დეჰუმანიზაციის, არ დაუგმია ზიზღის კამპანია, პროპაგანდა, ტყუილი, დეზინფორმაცია და ეს ყველაფერი ხორციელდება ევროპის სახელით ამ ორგანიზაციების მხრიდან. თუ არ გმობ ძალადობას, ე.ი. აქეზებ ძალადობას. თუკი აქეზებ ძალადობას, ე.ი. ხარ თანამონაწილე ამ ძალადობის“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
