ზოგისთვის ეს ისტერიკის საფუძველია, ზოგისთვის - ნორმალური პროცესი" - ვოლსკი გენერალური მდივნის ვიზიტზე


     "ჩამოვიდა გენერალური მდივანი, აღიარებასაც ნიშნავს, რასაკვირველია, მაგრამ ნორმალური პროცესია. ზოგისთვის ისტერიკის საფუძველია, ზოგისთვის ნორმალური პროცესია," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა, გიორგი ვოლსკიმ ეუთოს გენერალური მდივნის, ფერიდუნ სინირლ-ოღლუს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით გააკეთა.

     მისივე თქმით, ამ ვიზიტთან დაკავშირებით აჟიოტაჟის შექმნა ოპოზიციის "ისტერიკაზე" მიუთითებს.

    "როგორც ეუთომ, ასევე ოდირმა აღიარა საქართველოს არჩევნები. რასაკვირველია, გენერალური მდივნის ჩამოსვლა არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი, რომელიც ახასიათებს დამოუკიდებელ ქვეყანას თავისი პრობლემებით და მიღწევებით. ამასთან დაკავშირებით აჟიოტაჟის ატეხა არის გარკვეულწილად ისტერიკის მაჩვენებელი, რომელიც დაეუფლა ე.წ. ოპოზიციურ სპექტრს," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.