თუ ეწყინათ აგენტებს და ქვეყანას პრობლემა ვერ შეუქმნეს, ამისთვის ბოდიშს ნამდვილად ვერ მოვიხდით - მათიკაშვილი


    ,,თუ ეწყინათ აგენტებს და ქვეყანას პრობლემა ვერ შეუქმნეს, ამისთვის ბოდიშს ნამდვილად ვერ მოვიხდით ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

     მათიკაშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიციის მცდელობა, რომ ბურუსით მოცულ ფსევდორეალობაში ემყოფებინა საზოგადოება, თითქოს საკანონმდებლო ორგანოს ან აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობა შეფერხდა, კიდევ ერთხელ წერტილდასმულია.

     „ოპოზიცია საკუთარ ტყუილებში გაიბნა და უკვე აღარ იციან, იმ ლაბირინთებიდან როგორ გააღწიონ თავი, რომელიც თავად აგენტურულ ტელევიზიებთან ერთად დეზინფორმაციით შექმნეს. ოპოზიციას არაერთი მცდელობა ჰქონდა, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება მოეწყო. რადიკალურ ოპოზიციას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დავალებული გეგმა ჰქონდა, რომ პარლამენტში არშესვლით, ქართველი ხალხის დაშანტაჟებით, ქვეყანაში ისეთი რადიკალზმი განევითარებინა, რომელიც გარე აქტორებისთვის და მათთვის დავალებების მიმცემებისთვის სასარგებლო იქნებოდა.

     საბოლოო ჯამში, მათი ყველა მცდელიბა ჩავარდა და ვინმე თუ ფიქრობს, რომ პარლამენტში არშემოსვლით ქართულ სახელმწიფოს რაიმე საფრთხეს შეუქმნის, ეს სრული აბსურდი და ნონსენსია. საქართველოს პარლამენტს არჩეული დეპუტატები ჰყავს და უწყება ფუნქციონირებს კონსტიტუციის სრული დაცვით. რაიმე თუ ეწყინათ აგენტებს და ქვეყანას პრობლემა ვერ შეუქმნეს, ამისთვის ბოდიშს ნამდვილად ვერ მოვიხდით“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.