ნიკა მელიას არაერთხელ გადაუგდია სამაჯური სახელმწიფოს წინააღმდეგ, ეგონა, რომ გაუვიდოდა, მაგრამ არავის არაფერი აღარ გაუვა - გურამ მაჭარაშვილი


     პოლიტიკური დევნის ბრალდებაზე პასუხად, "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ნიკა მელიამ დანაშაული ჩაიდინა, რაზეც კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ეკისრება.

     საკითხს გამოეხმაურა "ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი და აღნიშნა, რომ ანალოგიურ შემთხვევებზე აშშ-ში ბევრად მკაცრი კანონი არსებობს.

     "ნიკა მელიას არაერთხელ გადაუგდია სამაჯური სახელმწიფოს წინააღმდეგ და ახლაც იგივე გააკეთა, ეგონა, რომ გაუვიდოდა, მაგრამ არავის არაფერი აღარ გაუვა, - ყველა მიიღებს იმ სასჯელს, რასაც დაიმსახურებს, ასე ხდება ამერიკასა და ევროპაში, ჩვენ მივდივართ ევროპისკენ და ამერიკასთან გვინდა პარტნიორული ურთიერთობა.

     თუკი ამერიკაში პრეზიდენტიდან დაწყებული შერიფით დასრულებული სიკვდილით დასჯით ემუქრება იმ ადამიანს, ვინც პოლიციაზე ხელს აღმართავს და სახელმწიფოს წინააღმდეგ წავა, ჩვენ სიკვდილით დასჯით არ ვემუქრებით, რადგან არ არის ასეთი სასჯელი საქართველოში,. ჩვენ ვამბობთ, რომ კანონმდებლობა იმოქმედებს. კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით ვამბობთ რომ ყველა პასუხს აგებს კანონის წინაშე," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.