ოპოზიცია იმ დავალებას შეასრულებს, რაც პატრონებისგან იქნება, მაგრამ მათთვის საფრთხილოა ისიც, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა თამამად მიიღონ და ამომრჩევლისგან ისევ განაჩენი მიიღონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორი დავალებაც ექნებათ.
„თითქოს, „ნაცმოძრაობისგან“ პრინციპულობას აქვს ადგილი, მაგრამ მათი პრინციპულობის არ გვჯერა. რადიკალური ოპოზიცია ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორი დავალებაც ექნებათ. ისინი ბოიკოტით წავლენ თუ მის გარეშე, დიდი სხვაობა არ არის, რადგან პოლიტიკურ სამარემდე ერთი ნაბიჯი აქვთ დარჩენილი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
