ზაალ ანჯაფარიძე: ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოსადმი წაყენებული მოთხოვნები, თან მათი შესრულების დათქმული ვადით, არის - ულტიმატუმი


     ,,ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოსადმი წაყენებული მოთხოვნები, თან მათი შესრულების დათქმული ვადით, არის - უ ლ ტ ი მ ა ტ უ მ ი!"- ამის შესახებ ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე წერს. 

      მისი თმით, როდესაც სახელმწიფოები ერთმანეთთან  ურთიერთობებში ულტიმატუმების ენაზე გადადიან, აქედან კარგს არაფერს უნდა ელოდო.

      ,,გადაივსო საჯარო სივრცე მსჯელობებით, თუ რას ნიშნავს ევროკავშირის წერილი საქართველოს მთავრობასთან უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით. წერილში ჩამოთვლილია მოთხოვნებიც, რაც საქართველომ უნდა შეასრულოს 31 აგვისტომდე, რომ არ დაკარგოს უვიზო რეჟიმი ევროპასთან

     ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოსადმი წაყენებული მოთხოვნები, თან მათი შესრულების დათქმული ვადით, არის - უ ლ ტ ი მ ა ტ უ მ ი!

     როდესაც სახელმწიფოები ერთმანეთთან  ურთიერთობებში ულტიმატუმების ენაზე გადადიან,  აქედან კარგს არაფერს უნდა ელოდო. შესაბამისად, ეს ფოტოც, რომელიც ადრე გამოვაქვეყნე აქ, ჯერ კიდევ ძალაშია,"- წერს ზაალ ანჯაფარიძე.