შუა ზაფხულში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების მაღალ ბრძოლისუნარიანობაზე - მიხეილ სააკაშვილი


     ,,აქცია ნამდვილი არჩევნების მოთხოვნით და არა როგორც ალისა ამბობს ხოლმე "ვითომ-ვითომ" არჩევნებში და სინამდვილეში სპეცოპერაციაში მონაწილეობის იყო ძალიან წარმატებული!- ამის შესახებ ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ,,ფეისბუქზე" წერს.

     მისი თმით, შუა ზაფხულში შეკრებილი ხალხის რაოდენობას, პრეცედენტი არა აქვს.

     ამ პაპანაქება სიცხეში, შუა ზაფხულში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების მაღალ ბრძოლისუნარიანობაზე. 

    კიდევ რაც მომეწონა - მონაწილეებს შორის არ იყო არანაირი კონკურენცია და ეჭვიანობა, მხოლოდ ერთიანობა. ვულოცავ მსვლელობის ორგანიზატორებს და მონაწილეებს. ძალა ერთობაშია!" - წერს მიხეილ სააკაშვილი