გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
მოქალაქე სოფელ ოძისის მიმდებარედ, მდინარე ქსანზე, ელექტროიარაღით იჭერდა თევზს.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდამრღვევს თევზჭერის აკრძალული საშუალება და უკანონოდ მოპოვებული თევზი ჩამოართვეს და დალუქეს.
ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის დანაშაულია. დასჯადია მისი უკანონო ბრუნვაც.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2025 წელს უკანონო თევზჭერის 488 ფაქტი გამოავლინეს.
