,,არჩევნებს ვერ ჩაშლით-არეულობას ვერ მოაწყობთ, მწარედ მიიღებთ პასუხს!"- ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ყოფილი უფროსი, ლაშა გეგეჭკორი წერს.
,,რამდენიმე ოპოზიციური გვერდი დღეს დილიდან ავრცელებს გდდ-ს თანამშრომლების ფოტოს საცხოვრებელი მისამართის მითითებით. (“პირველწყარო” და ა.შ.) ვერავის ვერ შეაშინებთ, ეს ვერ გიშველით. ვერც, საზღვარგარეთ გაქცეული ყოფილი თანამშრომლების მოწოდება, რომ შსს-მ არ შეასრულოს ბრძანება.ვერც, ცრუ ზარები, თითქოს სხვადასხვა ადგილზე ბომბია განთავსებული. ვერც, მშვიდობიანის სახელით შენიღბული მოწოდება დამხობისკენ. ვერც, უცხოეთიდან მიღებული ფინანსები არეულობის მოსაწყობად. ვერც, ჰექსოგენი. ეს ყველაფერი ვერ გიშველით. უმრავლესობა კარგად ვხედავთ სად, რომელ მხარეს არის სიმართლე. არჩევნებს ვერ ჩაშლით-არეულობას ვერ მოაწყობთ. მწარედ მიიღებთ პასუხს! 2 დღე დაგრჩათ, უსამშობლოებო"- წერს ლაშა გეგეჭკორი.
