ნაცუსაშველოები თავიანთი მოკლე "ჭკუით" სუს-ის ხელმძღვანელს ვითომ აბულინგებენ და მორიგ ჯერზე თავს მასხრად იგდებენ - გია აბაშიძე


     "ნაცპროპაგანდისტი გეოგრაფიაშიც და საგარეო საკითხებშიც უდონო ბეცია, რადგან თავად ვერ ანსხვავებს ტაილანდსა და ტაივანს. ნაცუსაშველოები თავიანთი მოკლე "ჭკუით" სუს-ის ხელმძღვანელს, მამუკა მდინარაძეს ვითომ აბულინგებენ და მორიგ ჯერზე თავს მასხრად იგდებენ", - ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე წერს სოციალურ ქსელში.

     "თუ სექტის ამა თუ იმ სპიკერმა ინგლისური იცის და მედიაში ხშირადაა, არ ნიშნავს მის განათლებულობას; ნაცპროპაგანდისტი გეოგრაფიაშიც და საგარეო საკითხებშიც უდონო ბეცია, რადგან თავად ვერ ანსხვავებს ტაილანდსა და ტაივანს. ნაცუსაშველოები თავიანთი მოკლე "ჭკუით" სუს-ის ხელმძღვანელს, მამუკა მდინარაძეს ვითომ "აბულინგებენ" და მორიგ ჯერზე თავს მასხრად იგდებენ. მდინარაძეზე ტრაგიკომიკური შეტევა იმ კონტექსტში იყო, რომ თინა-"ტაივანჩიკ" ხიდაშელი იქედან იღებს (იღებდა) გრანტებს და სუს-ის უფროსმა ამ კუთხით სხვა დასპონსორებული რადიკალებიც ახსენა და თითქოს ტაივანი ტაილანდში "შეეშალა". ამ დღეებში არაერთგზის ითქვა, რომ ბანგკოკიდან (ტაილანდის დედაქალაქი) იქ არსებული USAID-ის ოფისიდან ე.წ. საპენსიო თანხები საეჭვოდ ჩაერიცხათ "ნაცბაბლის" სუბიექტებს.

     ნაცუვიცების საყურადღებოდ! ტაილანდის სამეფო არის ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. დედაქალაქ ბანგკოკში მდებარეობს აშშ-ის საელჩოც და ვაშინგტონიდან შეჩერებული დაფინანსების რეჟიმში მყოფი USAID-ის ოფისი. კუნძული ტაივანი (დედაქალაქია ტაიბეი) ოფიციალურად არის ჩინეთის ადმინისტრაციული პროვინცია. პეკინი მიიჩნევს, რომ ტაივანი სეპარატისტული ერთეულია, რომელიც საბოლოოდ კვლავ მის კონტროლის ქვეშ მოექცევა, თუმცა ტაივანი თავს დამოუკიდებელ ქვეყნად აცხადებს, რომელსაც თავისი კონსტიტუცია და არჩეული ლიდერები ჰყავს. არსებობს ერთიანი ჩინეთის პოლიტიკა (One China Policy), რაც ნიშნავს, რომ ესა თუ ის ქვეყანა აღიარებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას როგორც ჩინეთის ერთადერთ ლეგიტიმურ მმართველს და ტაივანს მის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. გაეროს 193 წევრიდან 181 ქვეყანა მხარს უჭერს მხარს ერთიანი ჩინეთის პოლიტიკას. ნაცობა ქაჯობა და უკუნი სიბნელეა!" - წერს აბაშიძე.