"სინამდვილეში, 4 ოქტომბერს გეგმა იყო, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი გზით სისტემის დემონტაჟი. რატომ მოხდა იქ შემდგომში პროვოკაციები და რას ჰქონდა ადგილი, ამას მომავალში აეხდება ფარდა," - ამის შესახებ პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი საუბრობს.
მისი თქმით, არავის არ ჰქონია იმის სურვილი, რომ საქართველოში სისხლი დაღვრილიყო.
"ეს ჰიპოთეტური სცენარია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის არ ჰქონია არასოდეს იმის სურვილი, რომ საქართველოში სისხლი დაღვრილიყო. მით უმეტეს, რომ ძალიან კარგად ახსნა ბატონმა პაატა ბურჭულაძემ, რომ ასეთი ადამიანი არასდროს არ ყოფილა, რომ თუნდაც ერთი ქართველის რაიმე ტიპით დაზიანება მისი რომელიმე გეგმის შემადგენელი ნაწილი შეიძლება ყოფილიყო. სინამდვილეში, 4 ოქტომბერს გეგმა იყო, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი გზით სისტემის დემონტაჟი. რატომ მოხდა იქ შემდგომში პროვოკაციები და რას ჰქონდა ადგილი, ამას მომავალში აეხდება ფარდა," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.
