რუსთაველის გამზირზე სრული მობილიზაციის პირობებშიც კი ვერ გამოყავთ 300 კაციც კი, რაც ნიშნავს, რომ ეს პროტესტი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ნიშნავს, რომ არის უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალური აქცია, რასაც რ შეიძლება, ეწოდოს პროტესტი.
„ყოველდღიურად 50 ადამიანი კეტავდა ქუჩას, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ დღეში ხდება დაახლოებით 20-25 ადამიანის დაკავება. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს. როცა „300 ქართველი ხალხია“ გამოსული, ამას არ შეიძლება, ეწოდოს პროტესტი. რაც სინამდვილეში არ არის პროტესტი, იმაზე ვერავის დავარქმევინებთ პროტესტს“, – განაცხადა პრემიერმა.
