პოლიტიკური ძალა, როგორიც არის "ნაცმოძრაობა" თავისი ფილიალებით, არ უნდა არსებობდეს - გურამ მაჭარაშვილი


     "ვინც ამ კომისიის დასკვნას წაიკითხავს, ასევე 4 ოქტომბრის მოვლენებს ნახავს, ის მიხვდება, რომ რა თქმა უნდა, ასეთი პოლიტიკური ძალა, როგორიც არის "ნაცმოძრაობა" თავისი ფილიალებით, არ უნდა არსებობდეს", - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი.

     მისივე თქმით, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და ოპოზიციაში ყოფნის დროსაც აზიანებს ქვეყანას. 

     "ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და ოპოზიციაში ყოფნის დროსაც აზიანებს ქვეყანას. ამის მტკიცებულებები არსებობს უამრავი, მათ შორის, უკვე საჯაროდ, 6 თვის განმავლობაში, საგამოძიებო კომისიაზე. შესაბამისად, ვინც ამ კომისიის დასკვნას წაიკითხავს, ასევე 4 ოქტომბრის მოვლენებს ნახავს, ის მიხვდება, რომ, რა თქმა უნდა, ასეთი პოლიტიკური ძალა, როგორიც არის "ნაცმოძრაობა" თავისი ფილიალებით, არ უნდა არსებობდეს, რაც იქნება იმის საშუალება ქართულ პოლიტიკაში, რომ ბოლოს და ბოლოს, ოპოზიციაშიც არსებობდნენ ისეთი ძალები, რომლებიც შეიძლება კრიტიკულად იყვნენ განწყობილი ხელისუფლების მიმართ, მაგრამ არ აზიანებდნენ ქვეყანას," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.



წყარო: რუსთავი 2