შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის მამუკა ჭელიძის განცხადებით, მიმდინარე წელს ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-შემოტანის ფაქტებზე პოლიციის 7 თანამშრომელი დააკავეს.
,,მოგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ მიმდინარე წელს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-შემოტანის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა პოლიციის 7 თანამშრომელი"– განაცხადა მამუკა ჭელიძემ.