სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისში, გლდანი - ნაძალადევის რაიონი იყო.
მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 2.9 მაგნიტუდა შეადგინა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, მიწისძვრის გამო არცერთი შეტყობინება არ შესულა.
